მთლიანი მანქანები სრული დატვირთვით


იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ტვირთი საჭიროებს მთლიანი მანქანით ტრანსპორტირებას, მზად ვართ თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე ნებისმიერი ტიპისა და სპეციფიკის მანქანა მოგაწოდოთ. შეკვეთიდან, მაქსიმუმ, სამი სამუშაო დღის განმავლობაში მანქანა საჭირო მისამართზე იქნება, რომელიც მხოლოდ თქვენი (ერთი კომპანიის) ტვირთით დაიტვირთება და პირდაპირ საბოლოო დანიშნულების წერტილისკენ გაემართება. “ტიბისი ტრანსი“-ს მომსახურების არეალი ტრაილერის სრული დატვირთვით მოიცავს ევროპის ნებისმიერ ქვეყანასა და თურქეთს. ჩვენ გთავაზობთ ტვირთის გადაზიდვას ევროპის ყველა წერტილიდან საქართველოსა და სომხეთის მიმართულებით და პირიქით. თურქეთიდან მთლიანი მანქანების ტრანსპორტირება ჩვენი კომპანიის მეშვეობით მინიმალურ ფასად შეგიძლიათ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შეუზღუდავი რაოდენობით მოგაწოდოთ ნებისმიერი მოცულობის მანქანები ნებისმიერ დროსა და ადგილზე. შეკვეთიდან, მაქსიმუმ, 1 დღეში ჩვენი მანქანა დატვირთვის მისამართზე იქნება, ხოლო ტრანსპორტირების ვადა შეადგენს 2-3 დღეს. კომპანიას თურქეთში აქვს საკუთარი საბროკერო, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას საბაჟოზე (საბუთები, საექსპორტო დეკლარაცია, TIR). ჩვენ გთავაზობთ მთლიანი მანქანების ტრანსპორტირების მომსახურების სრულ სპექტრს:

  • მშრალი ტვირთის ტრანსპორტირება;
  • სამაცივრე ტვირთის ტრანსპორტირება;
  • სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირება;
  • მალფუჭებადი ტვირთის ტრანსპორტირება;
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.


      საჰაერო გადაზიდვები


“ტიბისი ტრანსი ” გთავაზობთ ტვირთის საჰაერო გზით ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. საჰაერო გადაზიდვით სარგებლობის დროს, თქვენ იღებთ ტვირთს დანიშნულების ადგილზე უმოკლეს ვადაში (3-5 დღე). ტვირთის სახმელეთო გზით ტრანსპორტირებასთან შედარებით, საჰაერო გადაზიდვა, ბუნებრივია, უფრო ძვირადღირებული სერვისია, თუმცა, ზოგჯერ, ბევრად უფრო ხელსაყრელი. ჩვენ გთავაზობთ საჰაერო გზით ტრანსპორტირებისთვის დაშვებული ნებისმიერი ტვირთის ტრანსპორტირებას. ჩვენი კომპანიის სერვისით სარგებლობისას, თქვენ გეძლევათ საშუალება, ისარგებლოთ საგრძნობლად დაბალი ტარიფებით საჰაერო გადაზიდვის კვალობაზე. ჩვენი კომპანიის მომსახურება საჰაერო გადაზიდვაზე მოიცავს:

  • ტვირთის განთავსების ადგილიდან აღებას და აეროპორტამდე მიტანას;
  • ტვირთის დასაწყობებას;
  • დოკუმენტაციის მომზადებას;
  • ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების შემთხევაში, საჭირო ტემპერატურის შენარჩუნების უზრუნველყოფას;
  • საშიში ტვირთის ტრანსპორტირების შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაციის თანდართვის პროცესის მთლიანად გაკონტროლებას;
  • დანიშნულების აეროპორტამდე მიწოდებას.


      საზღვაო გადაზიდვა


საზღვაო გადაზიდვები ახალგახსნილი მიმართულებაა. ბაზარზე ოპერირების ორწლიან პერიოდში კომპანია არ აკეთებდა საზღვაო გადაზიდვებს, რადგან ვთვლით, რომ კომპანია უნდა იყოს ორიენტირებული იმ მიმართულებებზე, რომელშიც უდაოდ ლიდერი და კონკურენტუნარიანია. მიუხედავად აღნიშნული აზრისა, სომხეთის ბაზარზე შესვლისთანავე, გაჩნდა საკმაოდ დიდი მოთხოვნა საკონტეინერო გადაზიდვების, რის გამოც შეიქმნა და ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება საზღვაო გადაზიდვების კუთხით და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს მიმართულება, ჯერ-ჯერობით, დახვეწის პროცესშია, მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ტარიფები უკვე საკმაოდ კონკურენტუნარიანია როგორც საქართველოს, ასევე, სომხეთის ბაზარზეც. საზღვაო გადაზიდვა გადაზიდვის ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული მეთოდია, მისი ეკონომიურობის გამო.



      ნაკრები ტვირთების გადაზიდვა


ნაკრები (ე.წ. „გრუპაჟული“) ტვირთების ტრანსპორტირების სერვისი არის იმ კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ მცირე რაოდენობის ტვირთების ტრასნპორტირება უმოკლეს ვადებში. ამ შემთხვევაში, თქვენი ტვირთი სხვა კომპანიების ტვირთებთან ერთად კომპლექტდება ერთ მთლიან ტრაილერზე. ჩვენ ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნაკრები ტვირთის გადაზიდვა ევროპის ნებისმიერი წერტილიდან. ტვირთის ასაღებად გვჭირდება, მაქსიმუმ, 3 დღე შეკვეთის აღებიდან. დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ შევძელით ევროპის ნებისმიერი წერტილიდან ტვირთის ტრანსპორტირების ვადის შემცირება 12-15 დღემდე. ჩვენი კომპანია გთავაზობთ „გრუპაჟული“ ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოს და სომხეთის მიმართულებით. ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირების მომსახურება მოიცავს:

  • ნებისმიერი ტიპის შეფუთვის ტვირთის ტრანსპორტირებას;
  • საშიში ტვირთის ტრანსპორტირებას;
  • საჭირო საბუთების მომზადებას.

საწყობების განლაგება ევროპაში:

  • ბულგარეთი.


      არაგაბარიტული ტვირთები


არაგაბარიტულია ტვირთი, რომელიც არ თავსდება სტანდარტულ მისაბმელსა თუ კონტეინერში. ტვირთი, რომელიც აღემატება სიგრძით 13.6 მეტრს, სიგანით 2.50 მეტრს, სიმაღლით 3 მეტრს და წონით 24 ტონას, არაგაბარიტულ ტვირთად ითვლება. არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვას სჭირდება სპეციალური ტექნიკა და ნებართვები, თუმცა გადაზიდვის მთავარ ასპექტს წარმოადგენს საინჟინრო დაგეგმარების ეფექტიანად წარმოება. ჩვენ გთავაზობთ არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან და თურქეთიდან საქართველოსა და სომხეთის მიმართულებით. მომსახურება მოიცავს:

  • გადაზიდვის მარშრუტის შემუშავებას;
  • არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვისთვის აუცილებელი სატრანსპორტო სპეცტექნიკის შერჩევას და დროულად მიწოდებას;
  • სპეციალური ნებართვებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებას;
  • უსაფრთხოების მენეჯერის მხრიდან - აღნიშნული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის კონტროლს;
  • დაცვა-გაცილების ორგანიზებას.


      სახიფათო ტვირთები


სახიფათოდ ითვლება ტვირთები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ გერემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას. ასეთი ტვირთების საავტომობილო გდაზიდვა ხორციელდება სახიფათო ტვირთების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების (ADR) და სპეციალური ინსტრუქციის თანახმად. სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის გამოიყენება სპეციალურად მოწყობილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც შესაბამისი ნებართვაა გცემული, მძღოლებს კი სპეციალური მომზადება აქვთ გვლილი. გაეროს მიერ სახიფათო ტვირთები დაყოფილია 9 კლასად:

  1. ფეთქებადი მასალები და საგნები;
  2. შეკუმშული და წნევის ქვეშ გახსნილი გაზები;
  3. ადვილად აალებადი სითხეები;
  4. ადვილად აალებადი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები;
  5. მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები;
  6. შხამიანი და ინფექციური ნივთიერებები;
  7. რადიოაქტიური ნივთიერებები;
  8. მჟანგავი ნივთიერებები;
  9. სხვა სახიფათო ნივთიერებები.