პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობა და ტვირთების უსაფრთხოებაზე ზრუნვა კომპანიის სიძლიერის ის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და იმას, თუ რამდენად არის მზად გადამზიდავი კომპანია წარმოქმნილი ზიანის შემთხვევაში საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კომპანია "თიბისი ტრანს"-ს აქვს სამი ძირითადი უპირატესობა:

  • დაზღვეული ტვირთები
  • სრული პასუხისმგებლობა ტვირთის აღებიდან საბოლოო დანიშნულების წერტილამდე
  • ზარალის წარმოქმნისას ორმხრივ შეთანხმებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება






      სასარგებლო ინფორმაცია

რაზეა დამოკიდებული ტრანსპორტირების ფასი?! მომსახურების ფასი მნიშვნელოვანი ფაქტორია გადაზიდვის შეკვეთისას. ჩვენს მომხმარებელს ყოველთვის აინტერესებს როგორ დგება და რაზეა დამოკიდებული გადაზიდვის ფასი. ქვემოთ მოცემულია ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც მოქმედებს ფასზე.

  • ტვირთის ზომები(სიგრძე*სიგანე*სიმაღლე) და წონა
  • მანძილი ტვირთის აღებიდან დანიშნულების პუნქტამდე
  • საწვავის ფასი
  • ავტობანის გადასახადი
  • მოწოდების ქვეყანაში საექსპორტო დოკუმენტაციის დამზადების ღირებულება
  • ეკონომიკური გარემო (მოთხოვნა მიწოდების ფარდობა შეკვეთის პერიოდში)






      კონტეინერების სპეციფიკა


container
specifics






      ტრაილერების სპეციფიკა


trailer
specifics






      სახიფათო ტვირთები

სახიფათოდ ითვლება ტვირთები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებს. ამგვარი ტვირთების ტრანსპორტირებისათვის საჭიროა სპეციალურად აღჭურვილი ტრანსპორტი და ნებართვები. სახიფათო ტვირთები გაეროს მიერ დაყოფილია ცხრა კლასად:

  1. კლასი - ფეთქებადი მასალები და საგნები
  2. კლასი - შეკუმშული და წნევის ქვეშ გახსნილი გაზები
  3. კლასი - ადვილად აალებადი სითხეები
  4. კლასი - ადვილად აალებადი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები
  5. კლასი - მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები
  6. კლასი - შხამიანი და ინფექციური ნივთიერებები
  7. კლასი - რადიოაქტიური ნივთიერებები
  8. კლასი - მჟანგავი ნივთიერებები
  9. კლასი - სხვა სახიფათო ნივთიერებები






      პალეტის ზომები

პალეტების სტანდარტები

პალეტები, ეს არის ტვირთის ასაწევი და ჩასაწყობი პლატფორმები, რომლებიც ჩვეულებრივ დამზადებულია ხის მასალისაგან, თუმცა არსებობს ლითონისა და პლასტიკური მასალისგან დამზადებული პალეტებიც. პალეტების გამოყენებით ტვირთის ჩაწყობის და მომსახურების პროცესები უფრო ეფექტურად მიმდინარეობს. გაცილებით მოხერხებულია პალეტიზირებული ტვირთის განთავსება სატვირთო კონტეინერებში, ავტომობილებში, სარკინიგზო ვაგონებში, სასაწყობო ფართში და ა.შ. პალეტის სტანდარტული ზომა:


დასახელება ზომები (მმ)
ევრო პალეტი  800 x 1200 
ევრო პალეტი 2   1200 x 1000 
ევრო პალეტი 3   1000 x 1200 
ევრო პალეტი 6   800 x 600 

ევროპალეტის ზომა 800X1200 გამოყვანილია სტანდარტული 400X600 ზომებიდან, რომელიც არის სტანდარტული მოდული ევროპის ქვეყნების ტრანსპორიტისა და სატვირთო საწყობებისთვის. (რადგანაც ითვლება, რომ ტვირთი განთავსებული ამ მოდულზე შეიძლება იქნას აწეული და გადატანილი საშუალო ძალის მქონე მუშა-მოსამსახურის მიერ). ასევე, ევროპალეტის ზომები შეესაბამება სატრანსპორტო საშუალებების შიდა ზომებს ევროპაში და შესაბამისად ტვირთი შესაძლებელია ტრანსპორტში ჩაიტვირთოს მაქსიმალური სიმჭიდროვით (რასაც ვერ ვიტყვით ISOსტანდარტის პალეტზე).